LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა უნდა ვიცოდეთ დარღვეულ ძილთან დაკავშირებით“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

395
2026-03-09_22-59-39_363287

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ძილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„თუ თქვენ დღე-ღამეში 1-3 საათი გძინავთ, ეს არის ძილის კრიტიკული დეფიციტი. თქვენს თავის ტვინს დღის მანძილზე შესაძლოა წამიერი გათიშვები დაეწყოს. როდესაც ეს ხდება საჭესთან, ამ დროს შეიძლება ვინმე დაეჯახოს.

თუ თქვენ გძინავთ 4-6 საათი. არ იფიქროთ, რომ ეს უკეთესი სიტუაციაა. ამ დროს თქვენს ორგანიზმში დანაყრების ჰორმონი იკლებს, ხოლო შიმშილის ჰორმონი პირიქით იმატებს. თქვენ იქნებით მუდამ შიმშილის გრძნობით. ამ დროს შესაძლოა გაგეზარდოთ დიაბეტის განვითარების რისკი. ასევე შესაძლოა იმუნური სისტემა დაგიქვეითდეთ და ინფექციები ადვილად დაგემართოთ.

რაც შეეხება 7-9 საათიან ძილს, სწორედ ეს არის ნორმა და ყველაზე საინტერესო ნაწილი. როდესაც თქვენ გძინავთ 8 საათი, ამ დროს გულსისხლძარღვთა სისტემა აღდგენას ასწრებს. ძილის დაბალანსებით უმჯობესდება თქვენი მეხსიერებაც. როდესაც ადამიანს ძილი არ ჰყოფნის მუდმივად გაღიზიანებული და ფეთქებადია. ძილის დაბალანსების შემდეგ კი პირიქით.

10 საათიანი ძილი ორგანიზმისთვის კარგი არ არის. ასეთ დროს ორგანიზმი მოდუნებულია და თითქოს ნაბახუსევია. ასეთ დროს სასურველია ვიტამინებზე და დიაბეტზე გადამოწმება. როდესაც ადამიანს ძილიანობა აქვს“, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g