LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაის დუბაის შოკოლადი, ეს არის, რაც არის…“ – მაიკო კაჭკაჭიშვილმა კადაიფისგან ბაქლავა მოამზადა

172
მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, ჰიტების გარდა, შესანიშნავ კერძებსაც აცხობს და ამზადებს.

ამჯერად მან კადაიფისგან მომზადებული ხრაშუნა ბაქალავას რეცეპტი გაგვიზიარა:

„ესეც ნაღდი კადაიფი ხრაშუნა ბაქლავა…

ავწეწოთ კადაიფი. ჩავპრესოთ მრგვალ ჭიქაში. მოვასხათ კარაქი. დავაყაროთ გატარებული ნიგოზი. დავფაროთ ისევ ქადაიფით. კიდე მოვასხათ კარაქი, კარგად დავპრესოთ და ამოვაბრუნოთ საცხობ ლანგარზე. რომ დაიბრაწება, მოვასხათ შერბეთი, ანუ სიროფი: 300 გრ შაქარი+150 გრ წყალი. ვადუღოთ და ოდნავ რომ შესქელდება, მოვასხათ ამ ჩვენს კადაიფს.

რაის დუბაის შოკოლადი, ეს არის, რაც არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები