მომღერალი მათე მარტიაშვილი დედასთან, თინათინ ჭულუხაძესთან ერთად გია ბაღაშვილის გადაცემას „ჩვენი შოუ“ სტუმრობდა, სადაც სიმღერა „ისევ ქარი წაიღებს“ არაჩვეულებრივად შეასრულეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ასობით მოწონება და გულთბილი კომენტარი ახლავს.
„ფანტასტიკური დედა – შვილი. მათე ხომ საოცრებაა, როგორ ნაზად ეფერება ყველა ბგერას. ტკბილხმიანი ბულბული 🙏🌟🌟♥️♥️👏👏👏🌹“, „ძალიან ტკბილი დედა- შვილი ♥️♥️ ბევრი წარმატება და ტკბილი დედა-შვილობა გქონოდეთ მუდამ“, „უსაყვარლესებო! იხარეთ და იბრწყინეთ მუდამ 💖💖💖💖💖“, „ბრავო, საოცარი შესრულება 👌“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად თინათინ ჭულუხაძეც გვიზიარებს.
„რამ უნდა დამაღონოს?! მ ა ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ! დიდი მადლობა ჩვენი შოუ • Chveni Show გულთბილი მასპინძლობისთვის! მათე, მადლობა უფალს რომ მყავხარ! ❤️“, – წერს თინათინ ჭულუხაძე.