ფენ-შუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია განმარტავს, რატომ არ არის რეკომენდებული დიდი სარკე საძინებელში.
ვიდეოს სოციალურ ქსელში „ზმნა“ გვიზიარებს.
„სარკე არ უნდა ირეკლავდეს ადამიანის საწოლს, სადაც მას სძინავს. სარკე არ უნდა იყოს, თქვენი ფიზიკურ სიმაღლეზე მეტი სიმაღლის. მაგალითად, ხართ მარტოხელა ადამიანი და გსურთ პირადი ცხოვრების აწყობა. ამ დროს გძინავთ ისეთ საძინებელში, სადაც გარდერობის სარკიანი ნაწილი ირეკლავს თქვენს საწოლს. სარკე გირეკლავთ და იმახსოვრებს, რომ თქვენ მარტო ხართ, თქვენს გვერდით არავინ არ არის. ასეთ დროს თქვენ ეს ენერგია უკან გიბრუნდებათ. შედეგად არ გეძლევათ იღბალი, რომ პირადი ცხოვრება ააწყოთ.
თუ მეორე ნახევარი გყავთ და მსგავს საწოლში გძინავთ, რომელსაც სარკე ირეკლავს, არც ეს არის კარგი ისტორია. ჩათვალეთ, რომ სარკე არის მესამე ვიღაც, ვინც შემოდის და იჭრება თქვენს ურთიერთობაში. ეს თქვენ არ გჭირდებათ.
ასევე არ არის სწორი სარკეების საწოლის თავზე განთავსება. ასეთ შემთხვევაში ღალატის და წყენის ალბათობა ძალიან დიდია. თუ გვინდა, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, ნუ განათავსებთ დიდ სარკეებს საძინებელში საწოლის პირდაპირ. სასურველია იყოს პატარა სარკე, რომელშიც არ ირეკლება საწოლი“, – საუბრობს ეკატერინე კვარაცხელია.
