ლევან რატიანი ერთ-ერთია იმ ექიმებიდან, ვინც დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
საზოგადოებაც ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ადევნებს ტრადიციულ ბრიფინგებს, რისი მეშვეობითაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ქვეყანას მიმდინარე სიახლეებს აცნობს.
ამჯერად, სოციალურ ქსელში ვრცელდება სახალისო ვიდეო, სადაც ლევან რატიანი ეთერამდე ჟურნალისტებს ესაუბრება.
“რატომ არ ხართ ჩემი სტუდენტები რაა… ისედაც მიყვარხართ, ვინ გითხრათ, რომ არ მიყვარხართ ? ” – მიმართავს ექიმი ჟურნალისტებს.
ვიდეო: Natia Kopalla