თეა დარჩიას ქალიშვილი მარიამი გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ამბობს, რომ „ჯეირანის“ შესრულება არ სურს და არგუმენტსაც ასახელებს:
„არასოდეს მქონია სურვილი, „ჯეირანი“ შემსრულებინა. ვგიჟდები, ვეთაყვანები, მაგრამ ვერ შევასრულებ… ხელშეუხებელია ჩემთვის. არ ვარ დარწმუნებული, შევძლებ თუ არა ამას. მეშინია ძალიან. სხვადასხვა სახით მაქვს ნაცეკვი, მაგრამ „ჯეირანს“ ვერ შევასრულებ…“