ენ ელ პი სპეციალისტი, ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს იმის შესახებ, რატომ არის ადამიანისთვის აუცილებელი ბრაზის გამოხატვა:
„ბრაზი არის ემოცია, რომელიც ნეგატიური სტიმულის შემდეგ გვინდა გამოვუშვათ. ბრაზი არ იჭმევა, ვერ გადამუშავდება, გამოუხატავი ემოცია, ძირითადად, ჩადის არაცნობიერში და იქიდან შესაძლოა, აბსოლუტურად მახინჯი ფორმით გამოვიდეს. თუ მე თქვენზე ვარ გაბრაზებული და ეს არ გამოვთქვი, ზეგ, შეიძლება, სხვა საკითხზე ვიჩხუბო და შეიძლება, სინამდვილეში ვჩხუბობდე სხვა რამეზე… გამოუხატავი ემოცია ჩვენში ქმნის უარყოფით ენერგოველს…“
