პირადი ექიმი მარი მალაზონია თავის გადაცემაში თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბრობს.
მედიკოსი გვიხსნის, რომელი ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ამ სიმპტომს.
„თავბრუსხვევასთან და სმენის აპარატთან მიმართებაში მნიშვნელოვანია დე ვიტამინისა და კალციუმის რაოდენობა ორგანიზმში. სწორედ კალციუმი განსაზღვრავს რამდენად მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე დე ვიტამინი. მისმა ნაკლებობამ შესაძლოა თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა გამოიწვიოს. აქვე მნიშვნელოვანია მაგნიუმი, რომლის შევსებაც სხვადასხვა საკვებიდან შეგვიძლია. ამ ვიტამინების როლი არის მნიშვნელოვანი, რათა ადამიანმა არ იგრძნობს თავბრუსხვევა.
თავბრუსხვევასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბე 12 და ბე 9 ვიტამინების რაოდენობა ორგანიზმში.
ამავდროულად რკინის ნაკლებობაც შესაძლოა გახდეს თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზი. მისი შევსება შეიძლება როგორც ცხოველური ისე მცენარეული საკვებით.
რაც შეეხება კალიუმს, მისი მნიშვნელობა ასევე ძალიან დიდია წონასწორობის შესანარჩუნებლად“, – საუბრობს მარი მალაზონია.
„ასაკთან ერთად, ქალმა მარილის მოხმარება უნდა შეამციროს“ – მარი მალაზონია
