ალექსანდრა პაიჭაძე მეორე ნახევარმა, დავით კოდუამ მილანიდან, სადაც მოდელი ახლა ცხოვრობს, ფერარით ბუდაპეშტში ჩაიყვანა, სადაც წყვილს ერეკლე კოდუა და მისი მეუღლე, კატალინა დიდა ელოდებოდნენ.
ალექსანდრა წერს, რომ გზაში 12 საათის განმავლობაში იყვნენ და შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ის და კოდუა ჩანან – „მე, როცა 12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან ბუდაპეშტისკენ…“, აღნიშნავს ალექსანდრა.
კატალინა დიდა კი აზიარებს ალექსანდრასთან ერთად გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ერთად ერთობიან.

