„პა-სეანსის“ წამყვანი ლევან ლელაშვილი სიცრუის დეტექტორის სტუმარი იყო.
ერთ-ერთი კითხვა მას ცუცა კაპანაძემაც დაუსვა.
კითხვაზე: „როცა სხვა ქალს ხელი სთხოვე, გახსოვდა, რომ ცუცა კაპანაძეზე იყავი დაქორწინებული.“
ლევანის პასუხი იყო: „არა“.
„ნამდვილად არ მახსოვდა, ეს ყველაფერი „პა-სეანსამდე“ მოხდა. ვსწავლობდი გეპეიში. მაშინ არსებობდა თბილისში ჩაწერის ინსტიტუტი. თუ რაიონიდან იყავი და აქ ბინის ყიდვა გსურდა, უნდა ჩაწერილიყავი. ცუცამ ბინა იყიდა და მთხოვა, ხელი მოგვეწერა. მაშინ მარტო ვცხოვრობდი და არც საცოლე მყავდა. ხელი მოვაწერეთ და მთაწმინდაზე ვიქეიფეთ. ერთად არ გვიცხოვრია. ისეთი პატარა ბინა ჰქონდა, ერთი კაცი ძლივს ეტეოდა. გავიდა დრო და მყავს შეყვარებული. ჩემი დღევანდელი მეუღლე – ეკა. ცუცასთან მივედი და ვუთხარი, ხელი უნდა გავაწეროთ-მეთქი. როგორც მოვაწერეთ, ისე გავაწერეთ ხელი. ჩემმა მეუღლემ ეს ამბავი გვიან გაიგო“, – იხსენებს ლევან ლელაშვილი.