LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც ლოცვას აგზავნი უფალთან ასე არ იკარგება, შენს გულისხმიერებას, დიდ ნდომას აუცილებლად დაინახავს უფალი“ – თამუნა ამონაშვილის და მისი მეუღლის ემოციური ინტერვიუ

125
თამუნა ამონაშვილი

„დილა მშვიდობისა საქართველო“ მომღერალ თამუნა ამონაშვილს სახლში ესტუმრა.

თამუნა ამონაშვილმა და მისმა მეუღლემ მშობლობის შესახებ ემოციურად ისაუბრეს.

„ეს არის მიწიერ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება – შვილი. საერთოდ არაფერს არ ჰგავს ეს მდგომარეობა. მადლობა უფალს ამისთვის…

ვფიქრობდი, ნუთუ ჩემი მისია დედობა არ არის, მქონია დეპრესიული მდგომარეობები, ხელიც ჩამიქნევია იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვცდილობდი, ყველა გზას მივადექი და რაღაცნაირად არაფერი გამოდიოდა. მაგრამ, როდესაც ლოცვას აგზავნი სამყაროში და უფალთან ასე არ იკარგება, შენს გულისხმიერებას, დიდ ნდომას აუცილებლად დაინახავს უფალი და რაღაცას ან ვიღაცას აუცილბლად გამოაჩენს იმისთვის, რომ შენი სურვილი აისრულო,“ – აღნიშნა თამუნა ამონაშვილმა.

„იმედი არ უნდა დაკარგო, ნამდვილად არ უნდა დაკარგო, სულ უნდა ეცადო და საბოლოო ჯამში მიაღწევ იმას, რაც შენ გინდა,“ – აღნიშნა თამუნა ამონაშვილის მეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g