„ღამის პრაიმ ტაიმს“ დიდი ხნის მეგობრები, „ქართული ხმების“ წევრი კახა გრიგალაშვილი და ივენთ მენეჯერი თაკო დოლაბერიძე ეწვივნენ.
გადაცემაში თაკომ და კახამ გაიხსენეს საზღვარგარეთ მოგზაურობა, როდესაც კახა გრიგალაშვილის და მისი ცოლის ნომერში თაკო დოლაბერიძესაც ეძინა: „ვერ ვიშოვეთ სხვა ნომერი და ქუჩაში ხომ არ დავიძინებდი…“, იხსენებს თაკო დოლაბერიძე.
„მეგონა, იქ მაინც დამანებებდა თავს… რომ შედიხარ ნომერში და იქაც დოლაბერიძე დაგხვდება…“, ამბობს კახა გრიგალაშვილი.
ვიდეო: რატომ ეძახის „როლს როისს“ მერაბ სეფაშვილს ხატია შამუგია
ვიდეო: რატომ არ დაპატიჟეს ხელის მოწერაზე კონსტანტინე თედელურმა და ანა ჩირაძემ კახა ცისკარიძე