საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა.
ცეკვისა და მხიარულების კადრებს გიორგი მამარდაშილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი და ზურა ხიზანიშვილის მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს