თათა გიორგობიანი, რომელიც საზოგადოებამ მომღერლის ამპლუაში გაიცნო, სიმღერასთან ერთად ფსიქოლოგიაშიც კარგად ერკვევა, რადგან ეს მისი მეორე პროფესიაა.
თათა არდადეგების შემდგომ „დეპრესიაზე“ გვესაუბრება და საზოგადოებას რამდენიმე სასარგებლო რჩევას აძლევს:
„15 რჩევა სამსახურში დაბრუნების სტრესის დასაძლევად:
1) დაუბრუნდით სამსახურს ნელ-ნელა;
ნუ მიიყრით სრულ დატვირთვას პირველივე დღიდან; ჩამოწერეთ პრიორიტეტები;
2) დაიხვედრეთ მოწესრიგებული, დალაგებული სახლი; გაალამაზეთ სახლი და სამსახურში ოფისი; მცირედით მაინც შეცვალეთ ინტიერიერი;
3) სასიამოვნო მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირი თან ატარეთ, ან დადეთ ისეთ ადგილას, რომ ხშირად გახსენდებოდეთ ის დადებითი ემოცია;
4) ააწყეთ სამოსის ლუქები თუ როგორ გამოიპრანჭებით და რას ჩაიცვამთ სამსახურში;
5) გაუზარეთ თანამშრომლებმა ერთმანეთს ზაფხულში მიღებული შთაბეჭდილებები;
ესაუბრეთ მეგობრებს;
6) დარწმუნდით, რომ ეს ის საქმე და პროფესიაა, რომელიც თქვენს მიზნებს ემსახურება და რომლის კეთებაც შინაგანად გსიამოვნებთ, გაიხსენეთ რისთვის დაიწყეთ აქ მუშაობა;
7) დასახეთ ამ სეზონის მიზნები და არა მხოლოდ გრძელვადიანი, არამედ პატარ-პატარაც; გაწერეთ დეტალური გეგმა და თითოეული ნაბიჯის შესრულების შემდგომ დაიჯილდოვეთ თავი!!
8) შეინარჩუნეთ მხიარული ურთიერთობები თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან, რათა სამუშაო გარემო არ იყოს სტრესული; სტრესი ადამიანს არაპროდუქტიულს და არაეფექტურს ხდის;
9) აღადგინეთ ძილის ჯანსაღი რეჟიმი, ერთსა და იმავე დროს გაიღვიძეთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ასევე, მოიშორეთ გაჯეტები და გამოსხივება ძილამდე 2 საათით ადრე;
10) დაივიწყეთ ზედმეტი მოლოდინები, აცადეთ საკუთარ თავს “აზრზე მოსვლა”, მიეცით დროს დრო;
11) არ დაიწყოთ პროკრასტინაცია, გადადებული საქმე მაინც თქვენი გასაკეთებელია და თანაც უფრო ბევრი დაგიგროვდებათ. არ გადადოთ, დაყავით პატარ-პატარა ნაბიჯებად და გეგმას მიჰყევით; დაიწყეთ ყველაზე რთულით;
12) ოჯახი და მეგობრები ემოციური სტაბილურობის მთავარი წყაროა: სითბო, სიყვარული და ყურადღება ამცირებს სტრესს და აღადგენს ენერგიას;
13) გააკეთეთ პატარა ამოსუნთქვები,მოაწყეთ არდადეგებიდან არდადეგებამდე მინი-პიკნიკები, ბუნებაში გასეირნება; მეგობრებთან ერთად გართობის საღამოები; ასევე, ოფისში მუშაობისას, 25 წუთი მუშაობა 5 წუთი დასვენება (ამ დროს ფიზიკური ადგომა, გაზმორვა, ბუქნები, გამოფხიზლება);
14) მედიტაცია, სიმშვიდე და ფიზიკური ვარჯიში საგრძნობლად ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას;
15) გახსოვდეთ, რომ ეს ბუნებრივია და გადაივლის, ვინაიდან ნებისყოფის და დისციპლინის რეგიონი ტვინში ნელ-ნელა აქტიურდება და გამოიწვრთნება (ზომაშიც კი იზრდება დორსოლატერალური პრეფრონტალური კორტექსი)“, – ვკითხულობთ ტექსტში.