სარბოლო გუნდმა Cyan Racing ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 56 წლის სპორტქარის თანამედროვე ევრსია თოვლზე დრიფტაობს. რგოლის გადასაღებად კუპე შვედეთის მთიანი კურორტისკენ გაემართა.
რეტროკუპეს შემქმნელების განცხადებით, თოვლსა და ყინულზე –20 გრადუსში დრიფტმა დაამტკიცა, რომ კუპე სწორადაა აგებული.
პროექტის ავტორმა მატიას ევენსონმა დაამატა, რომ ავტომობილი თანამედროვე დამხმარე ასისტენტების გარეშეა დაკომპლექტებული, თუმცა დავალებას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.
მოდელი მოძრაობაში 2,0 ლიტრის მოცულობის ტურბირებულ „ოთხიანს“ მოყავს და აგრეგატს 420 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი ხუთ საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან Holinger მუშაობს.
შვედური გუნდი კუპეზე შეკვეთებს უკვე იღებს. მოდელის ღირებულება 500 000 დოლარია და თუ რამხელა იქნება რეტროკუპეს საბოლოო ტირაჟი ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.
