LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “როგორ ძნელია შვილო…” – ამბავი ოჯახზე, რომელმაც ორი შვილი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა

254
BeFunky-collage - 2022-10-30T233714.720

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, ერთი ოჯახის ორი შვილის, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილების სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ცნობილია, ბონდო მაჭარაშვილს და მის უკრაინელ მეუღლეს, სულ 12 შვილი, 6 ბიჭი და 6 გოგო ჰყავთ.

ოჯახი უკრაინაში 40 წელი ცხოვრობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, დროებით პოლონეთში გადავიდნენ.

როგორც დაღუპული მებრძოლების მამა “იმედის კვირასთან” საუბარში იხსენებს, ომის დაწყების მომენტში კიევში იყვნენ.

“ომს ჩვენ კიევში შევხვდით. თავდაპირველად გვეგონა, რომ რაღაც აფეთქდა. უფროსი შვილი მირეკავს და მეკითხება, მამა რა ხდება კიევში. მე ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად არის. მან მითხრა, რომ რუსეთის ტანკები შემოდიოდნენ. თემურმა დამირეკა და მითხრა, რომ ერნესტი დაჭრილი იყო და ეძებდნენ. დაახლოებით 2 საათზე დამირეკა და მითხრა: თემური დაიღუპაო. ჯობდა მე მოვმკვდარიყავი”, – საუბრობს ბონდო მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, თემური ოკუპანტებმა სასტიკად აწამეს.

“ჯავშანმანქანით გადაუარეს, გაუტეხეს თავი, სცემეს და მოკლეს დაჭრილი ბავშვი. შეეძლოთ დახმარება გაეწიათ და დღეს ცოცხალი იქნებოდა”, – ამბობს გარდაცვლილი მებრძოლების მამა.

ბონდო მაჭარაშვილს ასევე ტელეფონით შეატყობინეს მეორე შვილის, ერნესტის გარდაცვალების ამბავიც.

“დილის 6 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ერნესტი დაიღუპა. მუცელში იყო დაჭრილი. შეიძლებოდა გადარჩენა. მეგობრებს ბოლოს უთხრა, რომ აქ არ დამტოვოთ, წამიყვანეთო”, – იხსენებს მამა.

როგორც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების მამა საუბრობს, მისი შვილები გმირები არიან და მათ მთელი საქართველო უნდა იცნობდეს.

ამავე თემაზე:

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

დღეს, უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო გუგა გაგნიძეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g