სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადასცემს სამხარეო პოლიციის უფროსი შეიარაღებულ პირს თანხას.
ავთანდილ გალდავა მძევლებს სწორედ ამის შემდეგ ჩაენაცვლა. კადრებში თავდამსხმელთან დიალოგიც ისმის.
“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ყოფილი მძევლები, ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები, გამოძიებას ინფორმაციას აწვდიან.
ერთ-ერთი ყოფილი მძევალი დათო ხვიბლიანი მასსა და შეიარაღებულ პირს შორის შესაძლო კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
პოლიცია ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს, მძევლებთან ერთად ბანკის შენობის დატოვების შემდეგ მისი კვალი სავარაუდოდ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მიმდებარე ტყეში იკარგება.