ნანა ლორთქიფანიძე „დღის პოსტს“ ესტუმრა და საკუთარ ქორწინებებზე ისაუბრა:
„დედისთვის ჩემი მესამე ქორწინება იყო დიდი დარტყმა. მამასთან მივედი და ვუთხარი, რომ მე და მიშა გომიაშვილმა ხელი მოვაწერეთ-მეთქი. დედასთან შენ უნდა მიშველო-მეთქი, ვთხოვე. არ ელოდებოდა გიგა… როგორც კი ვუთხარი, გვიყვარს ერთმანეთი-მეთქი, ჩემი საუბრიდან ხუთ წუთში გული აუჩუყდა. დედა დუშეთში ისვენებდა და მამა წავიდა, რომ ეს ამბავი ეთქვა. მთელ დუშეთს ესმოდა დედაჩემის კივილი. მიშასაც რომ გავშორდი, მერე ვუთხარი, საქმე მაქვს-მეთქი და არ მითხრა ახლა, რომ კიდევ თხოვდებიო…“