ანი კეკუა და აჩიკო ბერიძე ბავშვობის მეგობრები არიან, მათ ბებიებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, ბათუმი, ნათელ-მირონობა და ახლა უკვე შვილების მეგობრობაც.
ისინი „იმედის“ ახალ პროექტში „მიმღერე“ დუეტად მონაწილეობენ.
პირველ გადაცემაში მათ „ბათუმს, ქათქათას“ შეასრულეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აჩიკო ბერიძემ აღნიშნა, რომ ამ დუეტით მათ ბებიებისა და ბაბუების დიდი ხნის ოცნება აასრულეს.