საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთზე ისტორიული გამარჯვება ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა. ფეხბურთელებთან ერთად მათი მეორე ნახევრებიც იმყოფებოდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს ბოლო დროს სტადიონზე ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიმღერა „გაიღიმე“.
სიმღერის კადრებს სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე გვიზიარებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი სიახლე გაამხილა – ის და ნიცა მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს ელოდებიან – ქართველი ფეხბურთელის ემოციები
ვიდეო: როგორ აღნიშნა საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება – რა კადრები ვრცელდება წვეულებიდან