ახლახან მაია ასათიანის კოსმეტოლოგიური ბრენდის „ინსტაგრამ“-გვერდზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც საბერძნეთშია გადაღებული.
იქ ერთ-ერთ სილამაზის ცენტრში ტელეწამყვანის მიერ შექმნილი საცხები შეიტანეს.
მაიას პროდუქციას კი რეკლამას უწევს მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ბოლო წლებია, თავადაც საბერძნეთში ცხოვრობს.
ნინას გამოჩენა სოციალურ ქსელში ძალიან გაუხარდათ და მას დადებითი კომენტარები დაუწერეს:
„როგორ მომენატრა ეს გოგო, როგორ მიხარია, რომ ვხედავ…“
„მიხარია, ნინა, შენი გამოჩენა…“
„ნინა, ჩემო ლამაზო მიხარია შენი ხილვა…“
„როგორ გამიხარდა ნინა შენი დანახვა… ისევ თინეიჯერი მგონია…“
ვიდეოს გამოეხმაურა თავად მაია ასათიანიც: „რა მაგარია, რომ დრო და სიშორე ვერ აშორებს ადამიანებს…“
