„პოსტალიონი“ ცნობილ კალათბურთელს, ნიკა ცქიტიშვილს სახლში ესტუმრა. სპორტსმენს ძალიან ლამაზი ეზო აქვს, სადაც ხშირად ეთამაშება თავის ძაღლს.
კერძო სახლის ეზოში ასევე კალათბურთის სივრცეც აქვს მოწყობილი.
„ჩემი დილა იწყება საუზმით, შემდეგ ბავშვები მიმყავს ბაღსა და სკოლაში. ძალიან მიყვარს ჩაი, ჩაის ადამიანი ვარ, ყავის სმას დიდი ხნის წინ დავანებე თავი. მერე ვვარჯიშობ ხოლმე…
როგორი ამინდია ზემოთ? – ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ.
კალათბურთის მერე ყველაზე კარგად შემიძლია სამზარეულოში ტრიალი.
კალათბურთმა გადამარჩინა, ავცდი ქუჩას. არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, რომ არა კალათბურთი…“, აღნიშნავს ბლიცინტერვიუში ნიკა ცქიტიშვილი.