LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ შეიძინა წყალტუბოს ფოტო ჯიმ კერიმ – ინტერვიუ ფოტოგრაფთან

173
ჯიმ კერი

ახლახან ცნობილმა მსახიობმა ჯიმ კერიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა წყალტუბოში გადაღებული ფოტო, რომელიც ერთ-ერთი ფოტოხელოვანისგან შეიძინა და აღფრთოვანება გამოხატა ამ ნამუშევრის მიმართ.

„პირველი არხის“ დილის გადაცემამ ზემოხსენებულ ფოტოგრაფთან, რაიან კუპმანსთან ჩაწერა ინტერვიუ.

ფოტოხელოვანმა გაიხსენა, თუ როგორ შეიძინა მისგან ნამუშევარი პოპულარულმა მსახიობმა:

„ჯიმ კერი აღიარებული მსახიობია, თუმცა იმავდროულად, ძალიან კარგი მხატვარიცაა. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია ციფრული ხელოვნებით, ამიტომაც გარკვეული კომუნიკაცია აქვს იმ პლატფორმებთან, რომლებზეც NFT არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. სწორედ ასე აღმოაჩინა მან ჩემი სერია, რომელიც წყალტუბოს ფოტოებით შევქმენი. ჯიმ კერი ამ პროექტმა დააინტერესა. მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ჩემმა ნამუშევარმა „ერთგულება“, როგორც ჩანს, ამ ნამუშევართან განსაკუთრებული კავშირი იგრძნო.

წყალტუბო მართლაც შთამბეჭდავი ადგილია. ის სავსეა იმ ესთეტიკით, რომელიც მე, როგორც ფოტოგრაფს, ძალიან მხიბლავს. ეს ქალაქი სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაზავით გამოირჩევა, მიმზიდველია ბუნება და სიმწვანე, რომელიც ძველ ნაგებობებსა და ურბანულ ელემენტებს ერწყმის…“

ჯიმ კერიმ შვედი არტისტების ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს სანატორიუმის ოთახია გამოსახული: „ეს ნამუშევარი საგონებელში მაგდებს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები