LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ სთხოვა ხელი მიშა მესხმა სოფო ბედიას

519
sofovbedia

სოფო ბედია და მიშა მესხი „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემას ესტუმრნენ და თავიანთ სასიყვარულო ამბავზე ისაუბრეს.

მიშა მესხი:

ხელის თხოვნა რვა წლის წინ იყო. მაშინ პომპეზურობა იმდენად არ ახლდა ხოლმე ხელის თხოვნებს. „პროფილიდან“ დამირეკეს, მითხრეს, შოუ ხომ არ დავდგათო. სოფოსაც სხვა გადაღება ჰქონდა. წინასაახალწლო პერიოდი იყო. ძლივს შევაგროვე მომღერალი ბიჭები. კი ციოდა, მაგრამ გვინდოდა, ფაეტონით გავსულიყავით თბილისის ქუჩებში. ვისაც ცხენი ჰყავდა, ის ქორწილში იყო, დავურეკეთ, ვთხოვეთ და მოვიყვანეთ. სოფოსთან გადაღება იყო სახლში, ვითომ ნაძვის ხის აწყობა უნდა გადაეღოთ და ქვევით მივადექი ფაეტონით, სანთლებით.

სოფო:
ასე დაგეგმილად ნამდვილად არ ვიყავი საქმის კურსში. ყველა ქალს ეს ორიგინალურად წარმოუდგენია და ზუსტად ისე მოხდა, როგორც წარმომედგინა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g