LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციებს და გავიძლიეროთ იმუნიტეტი – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

227
ფორტუნა (6)

როგორ გავუმკლავდეთ არსებულ ვირუსულ ინფექციებს. – ამ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს .

„ძალიან ბევრს აწუხებს, მაღალი ტემპერატურა, ხველა, სახსრების და კუნთების ტკივილი. ვარდებიან პანიკაში და არ იციან, როგორ მართონ ეს სიტუაცია.

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვლინდება სეზონური გრიპი, მას აქვს თავისი ინკუბაციური პერიოდი. თუ გექნებათ დავირუსებულ ადამიანთან შეხება, პირველ რიგში მატულობს ტემპერატურა.

მეორე, პაციენტს აქვს მშრალი ხველა.

და მესამე დამახასიათებელი თვისებაა, ის რომ პაციენტს აქვს კუნთების ტკივილი.

სხვა ნიშნებიც შეიძლება იყოს და პაციენტი, რომელიც 65 წელს არის გადაცილებული, შეიძლება ეს ნიშნები არ გამოვლინდეს.

65 წელს ზემოთ ადამიანებში ძალიან რთულია მიხვდე, რომ მას ვირუსი აქვს, შეიძლება არ ჰქონდეს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები.

ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს უმადობა, სისუსტე და თავბრუსხვევა.

გრიპი არ იწყება ნელ – ნელა. ერთბაშად იწყება და პირველი სამი დღე არის განსაკუთრებულად რთული და დაახლოებით 10-15 დღეში ეს ნიშნები ნელ-ნელა ალაგდება.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას.

პირველ რიგში უნდა მიიღოთ ბევრი სითხე.

სიცხის დასაწევად კარგი იქნება პარაცეტამოლი, ის თქვენ აგილაგებთ სიცხეს, მაგრამ არ აგილაგებთ კუნთების ტკივილს.

18 წლის ზემოთ კუნთების ტკივილის მოსაგვარებლად კარგია ასპირინი. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ 18 წლის შემდეგ.

ნებისმიერ ასაკისთვის შეიძლება გამოიყენოთ იბუპროფენი. მისი მიღება სასურველია დაბალი დოზებით დაიწყოთ.

პირდაპირ გეტყვით, გრიპის წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერება, საკმაოდ საკამათო თემაა. ჩვენ ამის წამალი გვაქვს, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია და ვერ გეტყვით რომ ძალიან ეფექტურია, რადგან როგორც კი გამოგივლინდება გრიპი, ორმოცდარვა საათში თუ არ დალიე, მერე მის მიღებას აზრი არ აქვს.

ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია, იმუნიტეტის ასამაღლებელი ჩაი.“- განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

როგორ გაუმკლავდე არსებულ ინფექციებს და მოაძლიერო იმუნიტეტი

Posted by Usmle მოსამზადებელი ცენტრი – Ghoghoberidze, M.D. on Monday, January 22, 2024

 

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები