ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემას „მამების დრო“ სტუმრობდა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ შვილებთან კავშირი ემიგრანტმა მშობლებმა.
ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ მშობლებმა უფრო მეტი ემოციური მხარდაჭერა უნდა გამოხატონ.
„ჩვენ ვერანაირად ვერ შევუვსებთ ამ დანაკლისს ბავშვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობელს არჩევანი არ აქვს.
მშობლები იქიდან უფრო მოთხოვნით სტრატეგიას მიმართავენ, ასე ქენი, ისე ქენი, ეს არ ჭირდება ამ ბავშვს. ბავშვს იქიდან სჭირდება ემოციური მხარდაჭერა,“ – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
