მანანა კოზაკოვა „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემასთან თავის მოვლის რუტინასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქვს რამდენიმე რჩევა სახლის პირობებში თავის მოვლის შესახებ.
მანანა კოზაკოვა:
„საერთოდ, ძალიან ადრე ვიღვიძებ და დილა იწყება ერთი ჭიქა წყლით. ახლა არის ტენდენცია, რომ წყალი უნდა დავლიოთ, მე კი ყოველთვის მიყვარდა წყალი. მეც და ლევანსაც სულ გვიდგას წყალი. ძალიან მიყვარს ფრეში.
ჩემი სახის კანი ძალიან გადატვირთულია პროფესიიდან გამომდინარე. მაკიაჟთან ერთად, პროჟექტორია, რომელიც ახურებს ამ მაკიაჟს და ის უფრო ადვილად ჯდება კანში. რა თქმა უნდა, კანს სჭირდება მოვა. ასაკთან ბრძოლას მხოლოდ მოვლა არ შველის.
არსებობს ნახშირის საპონი, ასევე ვყიდულობ წიწვის ზეთს. ჯერ ზეთს ვისვამ სახეზე, შემდეგ აპარატით, რომელიც არცთუ ძვირი ღირს, სისხლის მიმოქცევას ვიუმჯობესებ, მერე საპონს ვისვამ ნირაბივით და ვიჩერებ. სისუფთავისა და ჰიგიენისთვის ძალიან მოსახერხებელია. შემდეგ აუცილებელია ტონიკი. თუმცა ალბათ, მაინც ყველაფერი გენეტიკა, განწყობა და შინაგანი ბალანსის მოპოვებაა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.