LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორ ზრუნავს ბრედზე“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე

631
page

ნიუ-იორკში გამართული ფილმის, „ფორმულა 1“- ის პრემიერის შემდეგ, ბრედ პიტი თავის რჩეულთან, ინეს დე რამონთან ერთად ლონდონში ჩაფრინდა და ფილმის ევროპულ პრემიერა დაესწრო.

61 წლის მსახიობმა წითელ ხალიჩაზე მუქი მწვანე კოსტიუმი მოირგო, რომელსაც ატლასის ყელსახვევი შეუხამა. მის „ლუქს“ ოქროს საათი, სამაჯურები და დიდი ზომის ბეჭედი ასრულებდა. 32 წლის ინესს Fendi-ის, ბისერებით გაფორმებული ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან Nano Baguette-ის მინიატიურული ჩანთა შეუხამა.

წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა და თამამად პოზირებდა ფოტოობიექტივის წინაშე. ინესი საყვარელი მამაკაცის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩეოდა.

„როგორ ზრუნავს ბრედზე“, „ეს მგონი ჭეშმარიტი სიყვარულია“, „ბრედი შეუდარებელია“, – არ წყდება კომენტარები.

„შეხედეთ მის ფეხსაცმელს… წლის უგემოვნო ლუქი“ – ბრეტ პიტის შეყვარებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია

დეტალებში გამეორებული „ლუქი“ – რომელი ბრენდის სამოსი ეცვა ინეს დე რამონს, რომლის გამოც, ის კრიტიკის ობიექტი გახდა

ფოტო/ვიდეო: მზერა, კოცნისგან თავის არიდება და ხელის დაძაბული მოძრაობა – ექსპერტებმა ბრედ პიტის სხეულის ენა გაშიფრეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები