LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი დამოკიდებულება აქვს მაგდა ანიკაშვილს ინტერნეტბულინგის მიმართ: „ძალიან განსხვავებული მიდგომა მაქვს…“

684
მაგდა-ანუკაშვილი

მაგდა ანიკაშვილი თანაწამყვან გიორგი ფუტკარაძესა და ასევე თავის ძაღლთან ერთად ესტუმრა.

წამყვანებმა „იმედი ლაივსა“ და თავიანთი მეგობრობისა და ოჯახურ თემებზე ისაუბრეს.

მაგდა ანიკაშვილმა ნუცა ქავთარაძის შეკითხვაზე, რომ გიორგიმ და მაგდამ დაანგრიეს ყველანაირი მითი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკური თოქშოუ და გადაცემა შედარებით თავისუფლად მიჰყავთ:

„ხანდახან არ ვიცი, ეს კომპლიმენტად უნდა მივიღო თუ არა. თავიდან იყო ეს შეფასება, რა უხარიათო (იცინის). ბუნებრივად გამოვიდა. თავიდან ზუსტად ასე კი არ გვქონდა ჩაფიქრებული. გვინდოდა, რომ უნდა ყოფილიყო განსხვავებული. ნელ-ნელა მივხვდით, რომ ჩვენ თვითონ თავს ვგრძნობდით უფრო თავისუფლად, შეიძლება, ეს დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობაზეც. ჩვენ ძალიან განსხვავებული მიდგომა გვაქვს ბულინგის მიმართ. თითქმის არ ვარ სოციალური ქსელების მომხმარებელი. ნამდვილად არაფერს ვკითხულობ და ვნახულობ, ნუ შეწუხდებით, თუ ვინმე რამის დაწერას აპირებთ. ვერ მოვახერხე, რომ თან ვიყო აქტიური სოციალურ ქსელში და თან, არ მქონდეს ის განცდა, რომ ჩემს ცხოვრებას დრო აკლდება. როცა ძალიან დიდი ამბავი ხდება, მეუბნებიან ხოლმე. იმუნიტეტი გამომიმუშავდა, ამიტომაც არ ვუთმობ ამას დიდ დროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g