LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი იქნება Lotus–ის ახალი შედევრი ჰიპერქარი Evija

72
lotus20923

კომპანია Lotus ელექტრონული კუპეს Evija–ს ცდებს აგრძელებს. მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი სხვადასხვა უნარებს ივითარებს და მწარმოებელმა გადაწყვიტა, გულშემატკივრების ინტერესი ცოტათი მაინც დაეკმაყოფილებინა.

გავრცელდა ვიდეო, სადაც არამხოლოდ ტესტები არამედ ძრავის მუშაობის რეჟიმებიცაა ასახული. Lotus Evija სულ 5 რეჟიმითაა დაკომპლექტებული, ესენია: Range, City, Tour, Sport და Track.

პირველი მათგანი ერთი დამუხტვით რაც შეიძლება მეტი მანძილის გასავლელადაა განკუთვნილი. პროფილი City ქალაქში სიარულზეა ორიენტირებული. რეჟიმი Tour ჩქაროსნულ მაგისტრალებზე გადასაადგილებლად გამოდგება, მისი აქტივაციის შემდეგ სიმძლავრე 1400 ცხენის ძალამდე იზრდება. პროფილი Sport ეს არის 1700 ცხენის ძალა და სტაბლიზაციის სისტემა. Track – მაქსიმალური 2000 ცხენის ძალაა და ავტომობილის გადაადგილების დროს ყველა საბურავი ერთნაირი ძალითაა ჩართული.

შეგახსენებთ, რომ როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი Evija იმაზე მძლავრი იქნება ვიდრე მოსალოდნელი იყო და 2000–ის ნაცვლად 2028 ცხენის ძალას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები