საქველმოქმედო ფონდ სიკეთის ქალაქის მიერ გავრცელებული 13 წლის აბო დანელიას მძიმე ისტორიის შემდეგ, სპორტული სამოსის მაღაზიამ jassport.georgia მოზარდის გული გაახარა და ყველა მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქტით დაასაჩუქრა.
სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოში აბო ემოციებს ვერ მალავს და ტკბილეულს მეგობრებს უზიარებს. jassport.georgia-მ აბოს ნანატრი მობილური ტელეფონი და მეგობრებთან ერთი ბედნიერი დღეც აჩუქა.
ინფორმაციისთვის, 13 წლის აბო დანელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დედასთან და ორ ძმასთან ერთად უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს.
სიკეთის ქალაქი აგროვებს საკვების მარაგს აბოსათვის. მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ მითითებულ ანგარიშებზე:
- თიბისი ბანკი #GE20TB7969145064300016
- საქართველოს ბანკი: #GE87BG0000000346009108
მიმღები: ზურაბ ჯღამაძე (ბარათები აბოს დედას აქვს)
დანიშნულება: აბოსათვის დარიცხვა შეგიძლიათ პირადი ნომრით: #61002019907
ფეიფალის იმეილია: [email protected]
13 წლის აბო დანელია ცხოვრობს ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩა ნომერ 44-ში.