LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო – დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ ვერავინ დაამარცხებდა“ – სალომე ზურაბიშვილი

166
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „რუსეთმა უკრაინასთან ომი უკვე წააგო“. როგორც ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას თქვა, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ვლადიმერ პუტინმა ომის ვერც ერთი მიზანი ვერ შეასრულა.

მისივე თქმით, „რუსეთმა დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ იყო თითქოს სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდა“.

„რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი. არავინ არ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ ბევრი ბრძოლა უკვე წააგო. წააგო, როცა ვერ მიაღწია, დაშლილიყო უკრაინის ახალგაზრდა მთავრობა. ვერ მიაღწია, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიშალოს ორად, იყოს რაღაცა წინააღმდეგობები შიგნით. ვერ მიაღწია, რომ ევროპა და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გერმანია სრულიად შეიცვალა და დღევანდელი გერმანია არის, რეალურად, პირმშო ამ რუსეთის უკვე წაგებული ბრძოლების“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g