ფოტოგრაფი ხატია ფარსმანაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ხატიას ვიდეო ქალაქ რუსთავში, დიდების ხეივანში, მემორიალთან აქვს გადაღებული.
მისი 3 წლის გოგონა, ნიკე აღშფოთებულია, რომ იქ ნაგავია, სიბინძურე და თამაშს ვერ ახერხებს.
ხატია წერს:
“ნიკემ იცის, რომ ნაგავს მხოლოდ ღორები ყრიან, ამიტომ არის “აშხოთებული”.