LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვი პოლიციელმა გამოიყვანა

309
Untitled design

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ბინაში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამოიყვანა.

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე გუშინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სახლში 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.

ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადავიდა და ბინაში ხის ფანჯარიდან შეაღწია, კარის შიგნიდან გახსნის შემდეგ კი ბავშვი გამოიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g