მომღერალი ლინდა ადამია „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო. ლინდამ გულახდილად ისაუბრა ბარიატრიულ ოპერაციასა და საზოგადოების ბულინგზე.
წამყვანის, გიორგი გასვიანი კითხვას „ფიზიკურმა ტრანსფორმაციამ თქვენ მიმართ ბულინგი გაზარდა?“, მომღერალი პასუხობს:
„რვა წელი ვიტანჯებოდი ჭარბი წონით. გახდომის ბევრი მცდელობა მქონდა, ვარჯიში, დიეტები და ბევრი სხვა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი. საბოლოოდ რომ გავაკეთე ბარეატრიის ოპერაციის გაკეთება, დიდი დილემის წინაშე დავდექი. ჩემ შემთხვევაში გაამართლა ოპერაციამ. საბოლოოდ რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი იყო ის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მექმნებოდა ჭარბი წონის გამო.
როდესაც ჭარბი წონა მქონდა, ვერავინ ვერასდროს გამიბედა (ერთი ორი შემთხვევის გარდა), რომ რამე ეთქვა. მე თავად ვმალავდი, რომ ჭარბი წონა ძალიან მსტრესავდა. მერე, როცა უკვე სასურველ ფორმებში და სხეულში მოვხვდი, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე და ბევრი რამ გადავახარისხე.
ადრე როდესაც კომპლიმენტს მეუბნებოდნენ, ვიცოდი, რომ ჩემ ვოკალურ შესაძლებლობებზე იყო ხაზი გასმული, მეუბნებოდნენ, რა კარგი სახე გაქვსო. მეც კარგად ვხვდებოდი, რომ ტანწერწეტა გოგო არ ვიყავი.
მერე უკვე სხვანაირად აღმიქვეს. მამრობითი სქესისგან სხვანაირ გამოხედვას ვგრძნობდი,
მელა გამოხედვა ჰქონდათ. მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩამეცვა ისე, როგორც მინდოდა, რასაც სოციალურ ქსელში მოჰყვა კომენტარები „ბარემ ტიტველმა იაროს“, – ამბობს ლინდა ადამია.
