LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სად არის დუა ლიპა? – ელტონ ჯონმა საკულტო სიმღერა Cold Heart მარტომ შეასრულა

208
Untitled.pngdf

ელტონ ჯონი „გლასტონბერის ფესტივალზე“ გამოვიდა და როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას.

„ეს შენ გეძღვნება ჯორჯ“ – აცრემლებულმა ელტონ ჯონმა სიმღერა გარდაცვლილ ჯორჯ მაიკლის მიუძღვნა – ემოციური ვიდეო

კონცერტზე ყველა დუა ლიპას ელოდა, რათა მათ  საკულტო კოლაბორაციული კომპოზიცია, Cold Heart შეესრულებინათ. თუმცა, როგორც ჩანს, 27 წლის არტისტმა ლეგენდარულ ელტონთან დუეტის შესრულების შანსი ხელიდან გაუშვა.

აუდიტორია დაუსრულებლად სკანდირებდა დუას სახელს, თუმცა ელტონმა აღნიშნული სიმღერა მარტომ შეასრულა.

თუ რატომ არ გამოვიდა დუა „გლასტონბერის ფესტივალის“ სცენაზე, ჯერჯერობით უცნობია. მან „ინსტაგრამ სთორიში“ საოჯახო ვახშმიდან ფოტოების სერია გაავრცელა. ასევე გამოაქვეყნა ელტონ ჯონის პერფორმანსიდან ნაწყვეტი.

 

ყველაზე პოპულარული დუეტი – ელტონ ჯონი და დუა ლიპა გამოცემა „ვერიეთის“ გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები