LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სად იყო ნინუცა 10 წელიო? ნინუცა იყო უმძიმეს მდგომარეობაში… ძილის დეპრესია ჰქონდა, დგებოდა წყალს დალევდა და ისევ წვებოდა: რუსკა მაყაშვილი

3010
Capture12121

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაკეთებულ განცხადებას, „თუ სად იყო ნინუცა 10 წლის განმავლობაში და მანამდე რატომ არაფერი არ თქვა“, ნინუცა მაყაშვილის და რუსკა მაყაშვილი პასუხობს.

“10 წელი სად იყო?! არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?!” – ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებაზე

მისი განცხადებით, ნინუცას ძილის დეპრესია ჰქონდა და იმდენად რთულად გადაიტანა, რომ 24 საათის განმავლობაში ეძინა. რუსკას თქმით, ამ თემაზე ნინუცა ვერ ლაპარაკობდა, რადგან მისთვის დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე: „ნინუცა მაყაშვილი 11 წელი დუმდა, იმიტომ, რომ…“

„მინდა მაყურებელს ვუთხრა ვისაც ეს შეკითხვა გაუჩნდა, სად იყო ნინუცა 10 წელიო? ნინუცა იწვა ლოგინში და იყო უმძიმეს დეპრესიაში. არც ვიცოდი ძილის დეპრესია თუ არსებობდა, მართლა არ ვიცოდი. 24 საათი ეძინა. დგებოდა წყალს დალევდა ისევ დაწვებოდა… სადღაც 2 წელიწადში ლოგინიდან ადგა ჩვეულებრივი „ჯოხი“…

დეპრესიის სხვანაირი შემოტევები ჰქონდა… ხან ეძინა ხან არა, რაღაც საშინელი პერიოდი ჰქონდა გამოვლილი.

ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ ის ვერ ლაპარაკობდა ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ლაპარაკი“, – აცხადებს რუსკა მაყაშვილი.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ზე CBS-ის ცნობილი შოუს The Talk-ის ქართული ანალოგი დაიწყება, რომლის წამყვნებს შორის რუსკა მაყაშვილი და სტეფანე, ასევე მარიამ სანოგო არიან, ხოლო მათ გუნდს ასევე უერთდება ირმა სოხაძის ქალიშვილი, ნატა ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g