LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძის ქალიშვილი სტეფანესა და რუსკა მაყაშვილთან ერთად ახალ თოქშოუს გაუძღვება

4071
nataasatianenews

მალე „რუსთავი 2“-ზე CBS-ის ცნობილი შოუს The Talk-ის ქართული ანალოგი დაიწყება, რომლის წამყვნებს შორის რუსკა მაყაშვილი და სტეფანე, ასევე მარიამ სანოგო არიან, ხოლო მათ გუნდს ასევე უერთდება ირმა სოხაძის ქალიშვილი, ნატა ასათიანი. ის სოციალურ ქსელში წერს:

„ეს CBS-ის ცნობილი შოუს The Talk-ის ქართული ანალოგია, რომლის ერთ-ერთი წამყვანი, ამ სუპერ პროფესიონალ და დამსახურებულად პოპულარულ ადამიანებთან ერთად,  მეც ვიქნები.

წარმოუდგენლად სასიამოვნო სიახლეა ჩემთვის, თუმცა სიამოვნებაზე მეტად, დიდი პასუხისმგებლობაა რუსთავი 2-ის და The Talk-ის ლოგოების ქვეშ მუშაობა.

ამრიგად, ვიწყებთ და ამიერიდან ყოველ სამშაბათს, საღამოს 22:00 საათზე ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო და ყველა აქტუალურ თემაზე“.

“ახალი გამოწვევაა ჩემთვის… იმედი მაქვს მოგეწონებათ…” – რა სიახლის შესახებ წერს სტეფანე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები