რუსთაველის თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის ვიდეომიმართვას, რომელშიც მსახიობმა სპექტაკლის შემდგომ გამოხატული პროტესტის გამო, მისი რამდენიმე კოლეგა გააკრიტიკა, მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე ეხმაურებიან.
საუბარია რუსთაველის თეატრში სპექტაკლ „მიჯაჭვული პრომეთეს” დასრულების შემდეგ მსახიობების, თამთა ინაშვილის, ანა ამილახვარისა და ნატალია ყულოშვილის მიერ გამოხატულ პროტესტზე. „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამ წარწერითა და ბანერით გამოხატეს მსახიობებმა სცენაზე პროტესტი, რომელსაც ამავე თეატრის მსახიობმა, მანანა აბრამიშვილმა არასწორი უწოდა და თქვა, რომ თეატრი პროტესტის ადგილი არ არის.
„გპასუხობთ ქუჩიდან, მინდა სამივე მათგანს ვუთხრა – თეატრში არ გაქვს უფლება, აკეთო ის, რაც მოგესურვება“ – მსახიობი მანანა აბრამიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამ წარწერითა და ბანერით გამოხატა რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობმა პროტესტი სპექტაკლის ბოლოს.
აღნიშნულ განცხადებას მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე ვიდეომიმართვით გამოეხმაურნენ.
ნანკა კალატოზიშვილი:
ახლა ჩვენ ვდგავართ სასამართლოსთან, ბევრი ადამიანია უსამართლოდ დაჭერილი. ეკა დემეტრაძეც აქ არის, შენი კოლეგა. ცუდ მდგომარეობაში ხარ მანანიკო, შენი შვილი ქუჩაში, აქციებზე დგას, გავიგე შენი პასუხი, რომ მე მას ამ თემაზე არ ველაპარაკებიო. იცი, რატომ არ ხარ მართალი? შენ ირჩევ ხარებას და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის, შვილზე წინ აყენებ ხარებას, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს. რა ფასეულობებზეა საუბარი?! ძალიან საყვარელი ხარ, ნაცებს რომ გვეძახი ჩვენც. დაიმახსოვრე, ცილისწამება არ შეიძლება.
ეკა დემეტრაძე:
მანჩო, ჩემო საყვარელო მეგობარო, მე და შენ ბევრი კარგი დრო გვაქვს ერთად გატარებული. შენს მაგიერ მეუხერხულება, რაც თქვი. ზუსტად მიშას დროს, ნაცების დროს, გლდანის ციხესთან ვიდექი, იმიტომ რომ ჩემი ქმარი მიშა სააკაშვილმა უკანონოდ დააკავა. მაშინ 23 წლის ვიყავი, 5 თვის ბავშვი მყავდა. კარგად მაქვს ჩემს ტყავზე გამოცდილი, რა იყო ის რეჟიმი. თუ ეს რაღაცები არ იცი, მე ხომ მიცნობ, დამირეკე თუ ასე დარდობ და პატივისცემა გაქვს ჩემს მიმართ, მკითხე, გაგიზიარებ ყველაფერს.
ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო მკვლელი ამას ვსაუბრობთ, იმ ცხრა წელსა და ამ 12 წელს ვეღარ აიტანს ქვეყანა, სულ რაღაც რეჟიმის ქვეშ ვიყოთ. ამოვიდნენ ყელში ნაცებიც და ქოცებიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ იბრძვის სამართლიანობისთვის.
Mananiko Nane Abramishvili მანანიკო, იქნებ პასუხიც მოისმინო,შენს მონოლოგზე.Ekaterine Demetradze
Posted by Nanka Kalatozishvili on ორშაბათი, 03 თებერვალი, 2025