LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სად მივდივართ? სალონში, რას ვშვრებით? თმას ვიპარსავთ“ – ჟურნალისტმა, ხატია ქირიამ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, თმა გადაიპარსა

10530
BeFunky-collage (1)

ჟურნალისტმა, ხატია ქირიამ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, თმა გადაიპარსა.

როგორც ხატია აღნიშნავს, მას ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებიდან 12 დღის შემდეგ თმის ცვენა დაეწყო, სწორედ ამიტომ ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტა.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ ხატიასთან ერთადაა მისი შეყვარებული ლევან გაბუნია.

„სად მივდივართ? სალონში, რას ვშვრებით? თმას ვიპარსავთ“ – აღნიშნავს წყვილი ვიდეოში.

 

რაც შეეხება ხატიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მან “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, თურქეთში უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, სიმსივნური კვანძი ამოაჭრეს, ახლა კი მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი.

ის ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის კურსს გადის. ხვალ ხატია, მორიგ ქიმიას გაიკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები