LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი დღე, საათი და წამი გადამწყვეტია“ – 28 წლის ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

599
bzamochra (2)

ჟურნალისტ ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. 28 წლის გოგოს მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა და ახლა სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობასა და ოპერაციას საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში.

“ხატიასთვის..

კეთილო ადამიანებო, როგორც არასდროს ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა.

28 წლის ხატია ქირიას დაუდგინა მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა და საჭიროებს სასწრაფო ოპერაცია/მკურნალობას თურქეთში.

გამომდინარე მისი წინა ღვიძლის პრობლემიდან შეუძლებელია საქართველოში მისი განკურნება. (თრომბოზი, 2015 წელს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია თურქეთში) და ახლაც საჭიროებს სტამბოლში, აჯიბადენის კლინიკაში გამგზავრებას, რაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. (40.000 ლარი)

ყოველი დღე, საათი და წამი გადამწყვეტია. 29 მაისს უნდა იყოს თურქეთში. მის სიცოცხლეს ჩვენი გულისხმიერება სჭირდება ისე, როგორც არასდროს.

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ხატიას. თითო ლარი გადამწყვეტია.

პაციენტის (ხატიას) საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE74BG0000000100830590

თიბისი ბანკის ანგარიში

#GE51TB7206845061100004

#ერთადხატიასთვის..”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები