საფრანგეთის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს. მათ ონლაინ რეჟიმში რაველის „ბოლერო“ შეასრულეს. მუსიკოსები ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, საკუთარი სახლებიდან ჩაერთნენ. სულ მუსიკალურ ნომერში 50 მუსიკოსი მონაწილეობდა. ვიდეო მალევე ვირუსულად მოედო ინტერნეტს.
ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „პუბლიკის გარეშე ჩვენ არ ვარსებობთ, დარჩით სახლში“.