LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საგზლად აქვთ წაღებული 1 პური და თხილი, ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია“ – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ნათესავი, ანა წერედიანი

244
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

როგორც დაკარგული ახალგაზრდების ნათესავი, ანა წერედიანი აცხადებს, დაკარგულებს მხოლოდ მცირედი საკვები აქვთ წაღებული.

„საგზლად აქვთ წაღებული 1 პური და თხილი, ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია“ – აცხადებს დაკარგული ახალგაზრდების ნათესავი, ანა წერედიანი.

ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.

„ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა“ – სვანეთში დაკარგული ახაგარდების ახლობელი მიმართვას ავრცელებს

„მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები