გოგოლა კალანდაძის რუბრიკაში „სახლები“ ამჯერად მომღერლისა და მსახიობის, გიორგი ცხადაძის სახლი მოხვდა, რომელშიც ის მეუღლესთან, ჟურნალისტ სალომე ლემონჯავასთან და შვილთან, პატარა ნენესთან ერთად ცხოვრობს.
როგორც წყვილმა აღნიშნა, მათი სახლი პატარაა, თუმცა დიდ მნიშვნელობას ატარებს.
„პატარა სახლია, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ატარებს, ეს არის ჩვენი პირველი მსხვილი შენაძენი. ვფიქრობთ, სახლი არის ის ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულია“, -ამბობს წყვილი.
ამის შემდეგ გიორგიმ და სალომემ წამყვანის თხოვნით გიტარაზე სიმღერა შეასრულეს, რომელიც, როგორც აღნიშნეს სპეციალურად ნენესთვის შექმნეს.