LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სახლში პოლიტიკაზე არასდროს ვსაუბრობ“ – თინა ბოკუჩავა დედის ამპლუაში

231
თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გადაცემა „თავგადასავალის“ სტუმარია.

როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, მაყურებელი თინა ბოკუჩავას დედის ამპლუაში იხილავს.

წამყვან თათია თოფურიას კითხვაზე, როგორ ახერხებს, შეუთავსოს დედობა პოლიტიკას, თინა ბოკუჩავა პასუხობს:

„სახლში პოლიტიკაზე არასდროს ვსაუბრობ“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

პოლიტიკოსი ასევე ამბობს, რომ ძალიან დატვირთული ბავშვობა ჰქონდა.

„ბავშვობაში ყველაფერზე მატარებდნენ, ძალიან რთული პერიოდი იყო. ვაკიდან ხელოვნების სკოლაში ფეხით მივდიოდი ხოლმე“, – იხსენებს თინა ბოკუჩავა.

გადაცემას მაყურებელი „ფორმულას“ ეთერში კვირას, 13 ივლისს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g