„ზღვის შვილები • Zghvis Shvilebi“ Facebook-ზე ბათუმში გამართული კონცერტის კადრებს გვიზიარებს, სადაც მომღერალმა ანდრია ფუტკარაძემ სიმღერა „საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულა და დამსწრე საზოგადოებისგან განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.
„🎉 “ზღვის შვილების“ კონცერტი 🎶 ანდრიას მიერ შესრულებული „საქართველო“ და აღფრთოვანებული მაყურებელი 💫⭐️“, – მითითებულია ვიდეოს აღწერაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.
„ჩვენი ბულბულიკა… დაგვატკბო თავის ნამღერით❤️❤️❤️“, „საოცარი ხარ ანდრია ♥️♥️☀️“, „სულ წარმატებულ გზაზე გევლოს კარგო ბიჭო, ბრავო 👌👏❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪“, „უმრავლე საქართველოს ნიჭიერი მომავალი თაობა უფალო 🙏❤“, „სუპერ ბიჭი ხარ ანდრია❤️❤️👍👍“, – წერენ სოციალურ ქსელში.