მომღერალი შაბან მამედოვი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა პროექტ „ხალხურში“ შესანიშნავი შესრულებით მოიპოვა, ახალ ნამღერს გვიზიარებს.
რუსუდან სებისკვერაძის „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“ მეწყვილესთან ერთად ტკბილად შეასრულა და უამრავი დადებითი კომენტარიც მიიღო:
„შაბან, საოცარი ხმის პატრონი ხარ…“
„დიდებული დუეტი…“
„როგორც ყოველთვის, საუკეთესოები ხართ…“
„ორივე რა საყვარლები ხართ და რა ტკბილი ხმები გაქვთ, გაიხარეთ და იბედნიერეთ, გენაცვალეთ, მიხარია, საქართველოში ასეთი ნიჭის მქონე ადამიანები რომ არიან… ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები…“
