მომღერალმა სალიომ [სალომე კორკოტაშვილი] საკუთარ მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინა.
კომპოზიცია – სახელწოდებით „შენთან მინდა“ ორენოვანია. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად სალიოა, მუსიკალური პროდიუსერი – ბექა ჯაფარიძე შუკვანი, ვიდეოკლიპის რეჟისორი – ნუცა ჩაკვეტაძე, ხოლო პროდიუსერი გიორგი თორაძე.
ვიდეორგოლს, რომელიც „იუთუბის“ პლატფორმაზე 12 აგვისტოს განთავსდა, მსმენელის უამრავი დადებითი შეფასება აქვს:
„ძალიან კარგი სიმღერაა!“, „საოცარი კომპოზიცია“, „რა სილამაზეა – ვიდეოც და სიმღერაც“, „ძალიან მომწონს“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეო: ფეხმძიმე სალომე კორკოტაშვილის ცოცხალი შესრულება: „მზესთან ერთად ვიმღერებთ, მე და შენ…“
სალიომ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ასევე გამოაქვეყნა ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც კლიპზე მუშაობის პროცესში, გადასაღებ მოედანზე დაფიქსირებულ ეპიზოდებს აერთიანებს.
„კულისებში – სუპერგმირებთან ერთად, იყავი მათთან, ვინც შენს არსებობას ეხმარება“, – წერს სალიო სოციალურ ქსელში.
„ალბათ ისიც მომღერალი იქნება“ – სალომე კორკოტაშვილს შვილი სულ უფრო ემსგავსება