27 მაისს აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღო „თეატრალურის კვარტეტმა“.
ყველასთვის საყვარელმა კვარტეტმა აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის იმღერა.
ცნობისთვის, აღნიშნულ კონცერტამდე „თეატრალურის კვარტეტმა“ აშშ-ში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ნუცა ბუზალაძესთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა.