როგორც უკვე ცნობილია, „თეატრალურის კვარტეტი“ აშშ-ში გაემგზავრა.

ანსამბლის წევრები ამერიკაში ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან და კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად იმყოფებიან.

ფოტო: „თეატრალურის კვარტეტი” აშშ-ში კონცერტს მართავს

როგორც სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, კვარტეტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიება ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებაზე ასევე წარდგა ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც აშშ-ში უკვე წარმატებით მოღვაწეობს.

ნუცამ საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელები ქართველების შესანიშნავი შესრულებით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ.

კონგრესის ბიბლიოთეკაში ღონისძიება მქუხარე ტაშის ფონზე შედგა.

 

 

 

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები